loader

არმატურით ნაცემია ერთ-ერთი დაშავებულის დაც - რა იგეგმება დღეს ზვარეში, სადაც ჩინელებსა და ქართველებს შორის ჩხუბი მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არმატურით ნაცემია ერთ-ერთი დაშავებულის დაც - რა იგეგმება დღეს ზვარეში, სადაც ჩინელებსა და ქართველებს შორის ჩხუბი მოხდა

ხარაგაულში ჩინეთის მოქალაქეები ქართველებს სასტიკად გაუსწორდნენ - სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებულები და ადგილობრივები პროტესტის აქციას დღესაც გეგმავენ. ისინი გამოძიების დროულად და ობიექტურად ჩატარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფელში მცხოვრებმა რამდენიმე ადამიანმა შეშა მოჭრა და სახლში მიჰქონდათ, ხოლო ჩინური კომპანიის, "23-ე ბიუროს" მენეჯმენტმა ჩათვალა, რომ მოსახლეობამ შეშა მათ მოპარა და ამ ორ ადამიანს სცემეს. მოგვიანებით ადგილობრივების დასაცავად ჩხუბში ქართველი თანამშრომლებიც ჩაერთვნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, არმატურით ნაცემია ერთ-ერთი დაშავებულის დაც, რომელიც სასადილოში მუშაობდა. დაპირისპირების შედეგად 7 ადამიანი მძიმედ დაშავდა. სამი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

იხიელთ: "ხორცის ნაჯახი ჩამარტყა ზურგში" - ჩინურ კომპანიაში ნაცემი მუშა ახალ დეტალებზე საუბრობს

"ხელკეტებით იყვნენ, არავის არ ინდობდნენ" - ჩინურ კომპანიაში დასაქმებულ ქართველ მუშებს სცემე

3 ჩინელი, რომლებმაც ქართველ მუშებს ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს, ცხელ კვალზე დააკავეს