loader

იკვეთება თუ არა მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის ბრალეულობა ტრაგიკულ ავტოავარიაში? - ადვოკატის პირველი კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იკვეთება თუ არა მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის ბრალეულობა ტრაგიკულ ავტოავარიაში? - ადვოკატის პირველი კომენტარი

რა გახდა საზარელი ავტოავარიის მიზეზი, რომელმაც 5 ადამიანის იმსხვერპლა და იკვეთება თუ არა სამტრედია-ქუთაისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის ბრალეულობა, ამ დრომდე უცნობია. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ამ ეტპზე უცნობია, დადგება თუ არა მორაგბისათვის გამამტყუნებელი განაჩენი. კვირიკაშვილის ადვოკატი "პალიტრანიუსთან " ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ შეჯახებამდე მორაგბის ავტომობილი მოცურებულ მდგომარეობაში გადაადგილდებოდა. ნუკრი კვინაკიძის განცხადებით, დასადგენია, თუ რამ გამოიწვია მოცურება. მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ, ტრაგედიის დროს კვირიკაშვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა ან გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა , სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება კვირიკაშვილის აქტიურ სპორტში დაბრუნების თემას, რომელმაც საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია, ადვოკატი აღნიშნავს, რომ კვირიკაშვილი პროფესიონალი მორაგბეა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.