loader

"ეს შეცდომა დაუშვა ჩემთან ჯიბრით თუ..." - თინა ხიდაშელის პასუხი ლევან იზორიას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს შეცდომა დაუშვა ჩემთან ჯიბრით თუ..." - თინა ხიდაშელის პასუხი ლევან იზორიას

გაწვევის იმ ფორმას, რომელიც საქართველოში მოქმედებს, ჩვენში რამდენიმე ფუნდამენტური, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან არათავსებადი პრობლემა აქვს, - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შეჩერების შესახებ მის მიერ გამოცემული ბრძანების გაუქმების და შესაბამისად, გაწვევის აღდგენის თაობაზე უწყების მოქმედი ხელმძღვანელის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებას.
როგორც ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა ახალგაზრდის იძულებაზეა დაფუძნებული და გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს მოძალადედ აქცევს, საზოგადოების ინტერესებისთვის შედეგი არ მოაქვს. ამ კონტექსტში თავდაცვის ყოფილი მინისტრი საბიუჯეტო ხარჯების არამიზნობრივად ხარჯვაზეც საუბრობს.