loader

"მანქანიდან ჩამოცვივდნენ, გვაწვებოდნენ ძალით" - რას ამბობენ ქედაში, სადაც შეხლა-შემოხლისას 4 პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მანქანიდან ჩამოცვივდნენ, გვაწვებოდნენ ძალით" - რას ამბობენ ქედაში, სადაც შეხლა-შემოხლისას 4 პირი დააკავეს

ქედაში, საპროტესტო აქციაზე ოთხი პირი დააკავეს. ადგილობრივები სოფელ გოგიაშვილებში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მონტაჟს აპროტესტებენ. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სოფელთან მისასვლელი გზა გადაკეტეს და მძიმე ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, სადაც სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლის დროს ოთხი პირი დააკავეს.