loader

ითამაშებს თუ არა მერაბ კვირიკაშვილი ხვალინდელ მატჩში მას შემდეგ, რაც მის რაგბიში დაბრუნებას სკანდალი მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ითამაშებს თუ არა მერაბ კვირიკაშვილი ხვალინდელ მატჩში მას შემდეგ, რაც მის რაგბიში დაბრუნებას სკანდალი მოჰყვა

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი აქტიურ სპორტს უბრუნდება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ხვალ ნოემბრის ტესტების პირველ მატჩს გამართავს. მიხეილ მესხის სტადიონზე "ბორჯღალოსნები" იაპონიას დაუპირისპირდებიან. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია სტადიონის სალაროებში და მისი ფასი 3, 5 და 10 ლარია. ნოემბრის ტესტებში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იქნება მორაგბე მერაბ კვირიკაშვილიც, რომელმაც ზაფხულში მომხდარი ავტოავარიისას მძიმე ტრავმები გადაიტანა, რა დროსაც 4 ადამიანი, მათ შორის, სპორტსმენის მეუღლეც დაიღუპა. "ბორჯღალოსნები" შემდეგ შეხვედრას ასევე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19 ნოემბერს, სამოას წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო 26 ნოემბერს სტუმრად, შოტლანდიას დაუპირისპირდებიან.