X
ვინ არის მამაკაცი, რომელმაც რუსთავში 21 წლის ბიჭი მოკლა და მტკვარში გადააგდო - დაკავების კადრებს შსს ავრცელებს
17:17 / 11-11-2016
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ა.ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ მდინარე მტკვარში მეთევზემ ცხედარი შენიშნა. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე დაიწყო გამოძიება და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიების მიმდინარეობისას, პოლიციამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მკვლელობის ფაქტს. კერძოდ, 1987 წელს დაბადებულმა ა.ზ.-მ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ გ.ძ.-ს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის დაფარვის მიზნით, იგი მდინარე მტკვარში ჩააგდო და მიიმალა.

ასევე იხილეთ: რას ჰყვებიან 21 წლის რუსთაველ ბიჭზე, რომელიც მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ლუკაშენკომ ახალგაზრდა მოდელი ქალების კამპანიაში საზამთრო დაკრიფა, რასაც სოცქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
"ომი არ იქნება... სააკაშვილის მსგავსი სასოწარკვეთილი მოქმედებების გამეორებას არავინ შეეცდება" - ოსი ჩინოვნიკი [ქართული ტიტრებით]