loader

რუსთავის N16 დაწესებულების ინსპექტორს, რომელიც ახლობელს გათავისუფლებას დაპირდა, 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავის N16 დაწესებულების ინსპექტორს, რომელიც ახლობელს გათავისუფლებას დაპირდა, 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა

რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორი ნათელა ჯინჭარაძეს სასამართლომ გირაოს სახით 2000 ლარი შეუფარდა. პროკურატურა 5000 ლარის ოდენობის გირაოს ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ 2000 ლარი შეუფარდა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 დეკემბერს გაიმართება. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნათელა ჯინჭარაძე მოქალაქეს თავისი ახლობლის, ქ.რუსთავის N17 დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და გამოართვა 7000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

იხილეთ: თაღლითობა ციხეში - დააკავეს რუსთავის N16 დაწესებულების ინსპექტორი, რომელიც ახლობელს ვადაზე ადრე გათავისუფლებას დაჰპირდა