loader

ვინ არიან "ნაციონალური მოძრაობაში" "თვითგამოცხადებულები"? - შიდა დაპირისპირება ახალი ლიდერის საკითხზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არიან "ნაციონალური მოძრაობაში" "თვითგამოცხადებულები"? - შიდა დაპირისპირება ახალი ლიდერის საკითხზე

პარტიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარის არჩევას უჭერენ მხარს, მიხეილ სააკაშვილი "თვითგამოცხადებულს" უწოდებს. ”თავმჯდომარის ფუნქციები ”ნაციონალურ მოძრაობაში” არის ძალიან სიმბოლური და რას იყოფენ, ბოლომდე არ მესმის“, - ამბობს ყოფილი პრეზიდენტი. ის თანაგუნდელებსაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ თვითგამოცხადებული ლიდერების გარკვეულ ჯგუფს აღარც სჯერა, რომ პარტიამ რაიმეს მიაღწია. ვინ იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე, ამ დრომდე უცნობია. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ, ამ პოსტზე არის გარკვეული მოსაზრებები და საკითხს ყრილობა გადაწყვეტს. ოპოზიციური პარტია არ გამორიცხავს, რომ ამ თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატი წარადგინონ. ჯერჯერობით უცნობია ყრილობის ჩატარების თარიღიც.