loader

საავტომობილო გზები, სადაც დიდთოვლობის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საავტომობილო გზები, სადაც დიდთოვლობის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

როგორც უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული რეჟიმის უზრუნველყოფა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.