loader

ვინ არიან დეპუტატები, რომლებიც მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არიან დეპუტატები, რომლებიც მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრნენ

ვინ არიან ის დეპუტატები, რომლებიც მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრნენ. პირველ სხდომაზე დასასწრებად რეგისტრაცია 148 დეპუტატმა გაიარა. შესაბამისად, სხდომას არ ესწრებოდა ორი პარლამენტარი. ეს ორი ადამიანია: "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სანდრა რულოვსი და "ქართული ოცნების" წევრი გია ჟორჟოლიანი. არსებული ინფორმაციით, გია ჟორჟოლიანი სამსახურებრივ მივლინებაშია. რაც შეეხება სანდრა რულოვსს, მისი პარლამენტში არმისვლის მიზეზი ცნობილია - "ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომერმა დეპუტატის მანდატზე უარი თქვა. მან აღნიშნულის თაობაზე ცენტრალურ სარჩევნო კომისიას 7 ნოემბერს მიმართა. მისი ადგილმონაცვლე პარლამენტში გიორგი ღვინიაშვილი იქნება.