loader

სკანდალი "ლანცეტში": კლინიკას ორგანოების ტრანსპლანტაციის ნებართვა გაუუქმეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალი "ლანცეტში": კლინიკას ორგანოების ტრანსპლანტაციის ნებართვა გაუუქმეს

ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ კლინიკა "ლანცეტს" ორგანოების ტრანსპლანტაციის ნებართვა გაუუქმა. შესაბამისი ნებართვის ძალდაკარგულად გამოცხადების ბრძანება რეგულირების სააგენტომ 9 ნოემბერს გამოსცა. ბრძანების საფუძველზე კლინიკის მიერ ორგანოების ტრანსპლანტაციის ნებართვა ძალადაკარგულად ცხადდება. ამასთან, სამედიცინო ცენტრ "ლანცეტის" ხელმძღვანელობა თითქმის მთლიანად შეიცვალა. როგორც ჟურნალისტებს "ლანცეტის" უკვე ახალმა კლინიკური დირექტორმა, კახი კარიაულმა განუცხადა, მიმდინარეობს რეორგანიზაცია. რაც შეეხება "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის" ინფორმაციას კლინიკა "ლანცეტში" ორი პაციენტის გარდაცვალებაზე, რომლებიც ტრანსპლატნაციის შემდეგ სისხლდენით დაიღუპნენ, კახი კარიაულმა განაცხადა, რომ ფაქტებს ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს.