loader

გალი რუსებმა და აფხაზებმა სამხედრო ქალაქად გამოაცხადეს - რას პასუხობს ქართული მხარე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გალი რუსებმა და აფხაზებმა სამხედრო ქალაქად გამოაცხადეს - რას პასუხობს ქართული მხარე?

გალი სამხედრო ქალაქად გამოცხადდა. შესაბამისი კანონი ოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან ამოქმედდა. გადაწყვეტილება აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, გალის ტერიტორიაზე დამატებით კიდევ 25-მდე რუსული სამხედრო საგუშაგო განთავსდა. გალის რაიონის ზოგიერთი სოფელი ოჩამჩირის რაიონს, ზოგი კი ტყვარჩელს მიაკუთვნეს. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ამიერიდან ე.წ. სამხედრო ქალაქში საშვის გარეშე არ შეუშვებენ. ფაქტს გამოეხმაურა ოფიციალური თბილისი. განცხადებები ამ საკითხზე როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაშიც გაკეთდა.