loader

პროკურატურა: ცოტნე გამსახურდიას სამაგალითოდ დასჯის მიზნით ციხეში დანაშაულის პროვოცირება მოუწყვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურატურა: ცოტნე გამსახურდიას სამაგალითოდ დასჯის მიზნით ციხეში დანაშაულის პროვოცირება მოუწყვეს

მთავარმა პროკურატურამ ცოტნე გამსახურდიასა და გიორგი ბებუას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. საგამოძიებო უწყებაში აღნიშნავენ, რომ გამსახურდიას მიმართ გამოძიება მიკერძოებულად და არაობიექტურად იყო ნაწარმოები. დგინდება, რომ ის სასჯელაღსრულების N18 დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში ხშირად გამოხატავდა პროტესტს პატიმრების მიმართ ძალადობის გამო, რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსნების გაღიზიანებას იწვევდა. აქედან გამომდინარე მისი სამაგალითოდ დასჯის მიზნით, დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა, წინასწარ დადგმული სცენარით, ცოტნე გამსახურდიას დანაშაულის პროვოცირება მოუწყვეს.