loader

2013 წელს, 10 თვის მონაცემებით, შს სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით 6 969 892 ლარია გაცემული - IDFI - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2013 წელს, 10 თვის მონაცემებით, შს სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით 6 969 892 ლარია გაცემული - IDFI

IDFI 2013 წელს შსს-ს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახენ ინფორმაციას ავრცელებს. 10 თვის მონაცემებით, უწყების ხელმძღვანელებზე პრემიის სახით 6 969 892 ლარია გაცემული. მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წლის ნოემბრამდე, შსს-ის ცენტრალური აპარატის თანამდებობის პირებზე გაცემულია 2 325 789 ლარი. შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნულ პერიოდში პრემია მიღებული აქვს მხოლოდ თებერვალში - 4 335 ლარი. მინისტრის მოადგილეებზე 2013 წელს 10 თვეში გაცემულია დაახლოებით ნახევარი მილიონის ოდენობის პრემია, საიდანაც ალექსანდრე ტაბატაძემ მიიღო 113 500 ლარი, ალექსი ბატიაშვილმა - 107 250 ლარი, ლევან იზორიამ - 92 750 ლარი, ვახტანგ გომელაურმა 8 თვეში - 74 000 ლარი, დავით ხუციშვილმა - 69 750 ლარი, ხოლო გელა ხვედელიძემ 4 თვეში - 44 000 ლარი. IDFI-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებთან შედარების შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები. კერძოდ, რიგ შემთხვევებში თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციებში მითითებულია არასრული/არასწორი მონაცემები.