loader

ორად გაყოფილი "ნაციონალური მოძრაობა"- როგორ დამთავრდა პოლიტსაბჭოს სხდომა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორად გაყოფილი "ნაციონალური მოძრაობა"- როგორ დამთავრდა პოლიტსაბჭოს სხდომა?

ორად გაყოფილი "ნაციონალური მოძრაობა"- პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილე 50 წევრიდან 25-მა 7 ათასიანი ყრილობის ჩატარებას და ახალი თავმჯდომარის აურჩევლობას დაუჭირა მხარი. 24-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. ერთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ყრილობის ჩატარებასთან და პარტიის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშრებით აზრი ორადაა გაყოფილი. პარტიის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ყრილობა უნდა ჩატარდეს დაახლოებით 7 ათასი კაცის მონაწილით, მაგრამ არ უნდა იყოს არჩეული პარტიის თავმჯდომარე. მეორე ნაწილის აზრით კი, ყრილობას უნდა ესწრებოდეს მაქსიმუმ 2200 დელეგატი და ყრილობამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარე და მიხეილ სააკაშვილის შემცლელი უნდა აირჩიოს.