loader

ინგუშეთის მთებში იპოვეს გამოქვაბული, სადაც შესაძლოა, თამარ მეფის საფლავი აღმოჩნდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინგუშეთის მთებში იპოვეს გამოქვაბული, სადაც შესაძლოა, თამარ მეფის საფლავი აღმოჩნდეს

რუსული მედიის ცნობით, ინგუშეთის მთებში აღმოაჩინეს გამოქვაბული, სადაც, ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, შესაძლოა დიდძალი განძი და თამარ მეფის საფლავიც ინახებოდეს. ზემოხსენებული გამოქვაბული გზის მშენებლობის დროს ჩამოწოლილი მიწის შედეგად გამოჩნდა. პირველი ამ ადგილას ინგუშეთის მთავრობის მეთაური ჩავიდა. მისი განკარგულებით, ადგილის შესწავლა არქეოლოგებმა დაიწყეს. ლეგენდის თანახმად, ასეთ გამოქვაბულებში ძვირფასეულობას ძველი ალანები მალავდნენ. მეორე ვერსიით, შესაძლებელია, აქ თამარ მეფის დაკარგული საფლავის საიდუმლო იმალებოდეს. სიუჯეტი, რომელიც რუსულმა ტელეარხმა მოამზადა, ეთერში რამდენიმე თვის წინ გავიდა. უცნობია, დაინტერესდა თუ არა საქართველოს კულტურის სამინისტრო ზემოხსენებული ვერსიით.