loader

ჭიათურის მაღაროში მემანქანის დაღუპვის ფაქტს სპეციალური კომისია შეისწავლის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჭიათურის მაღაროში მემანქანის დაღუპვის ფაქტს სპეციალური კომისია შეისწავლის

ჭიათურის მაღაროში მემანქანის, პაატა ღავთაძის დაღუპვის ფაქტს სპეციალური კომისია შეისწავლის. ამის შესახებ მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, უბედური შემთხვევა 3 დეკემბერს ჭიათურაში, სოფელ ითხვისში არსებულ პატარიძის სახელობის მაღაროში მოხდა. პაატა ღავთაძე მაღაროში მემანქანედ 3 წელი მუშაობდა. „პირველადი ინფორმაციით, მემანქანე მანევრს აკეთებდა. ელმავლიდან თავი გაყო, რის შედეგადაც პარალელური ლიანდაგების ხაზზე მოძრავ ვაგონზე თავის მირტყმის შედეგად ტრავმა მიიღო. როგორც კი პოლიცია ადგილზე მუშაობას დაასრულებს, სპეციალური კომისია შედგება. შპს „ჯორჯიან მანგანუმს“ წერილი უკვე მივწერეთ, რომ კომისია შეიქმნას და მასში პროფკავშირის ინსპექტორი იყოს ჩართული“, - განაცხადა დოლაბერიძემ.