loader

საქართველოს ანტი-ტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლიტვაში დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ანტი-ტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლიტვაში დააკავეს

საქართველოს ანტი-ტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლიტვაში დააკავეს - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. საინფორმაციო პორტალ "დელფის" ცნობით, ზურაბ მაისურაძე 3 დეკემბერს ლიტვის საზღვრის დაცვის სამსახურმა დააპატიმრა. ცნობილია, რომ მაისურაძეზე ძებნა რუსეთსაც ჰქონდა გამოცხადებული და მისი საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეყვანა მოითხოვა, რადგან ის ტერორისტებთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი. 49 წლის მაისურაძის ექსტრადაციის საკითხზე ვილნიუსის საქალაქო სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს.