loader

გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში 4 საათი იკითხებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში 4 საათი იკითხებოდა

მანქანის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით პარლამენტარი გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში 4 საათის განმავლობაში იკითხებოდა. პროცედურის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ საქმის მასალების ნაწილს გაეცნო, თუმცა, მისთვის ახალი არაფერი ყოფილა. მომხდარზე ის ტერაქტის კვალიფიკაციის მინიჭებას კვლავ ითხოვს. დეპუტატი ამბობს, რომ ისევ უცნობი რჩება, თუ რა მოტივი ჰქონდა გამოძიების მიერ დამნაშავედ გამოცხადებული პირის მიერ მისი ლიკვიდაციის მცდელობას. სამართალდამცავთა მიერ დანაშაულის გახსნილად გამოცხადებას პოლიტიკოსი აბსურდს უწოდებს.