loader

აფხაზეთი სამოქალაქო ომის ზღვარზე? - უახლესი ინფორმაცია საპროტესტო აქციებიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფხაზეთი სამოქალაქო ომის ზღვარზე? - უახლესი ინფორმაცია საპროტესტო აქციებიდან

"რაულ, გადადექი!" - სოხუმის ცენტრში ოპოზიცია დეფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს. დემონსტრანტები დრამატული თეატრის წინ მდებარე მოედანზე არიან შეკრებილნი. ისინი აცხადებენ, რომ რაულ ხაჯიმბას გადადგომამდე არ დაიშლებიან. საპროტესტო გამოსვლა ოპოზიციური მოძრაობა "ამცახარას" მიერაა ორგანიზებული. დემონსტრანტები ე.წ. მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ამ დროისთვის ოპოზიციური ბლოკის რამდენიმე წარმომადგენელი რაულ ხაჯიმბასთან მოლაპარაკებებზე იმყოფება. 30 ნოემბერს პარტია "ამცახარას" ყრილობის მონაწილეებმა დეფაქტო პრეზიდენტს თანამდებობის დასატოვებლად 15 დეკემბერამდე მისცეს ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დააანონსეს.