loader

რომელი პროდუქტები ძვირდება ან იაფდება? - ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ახსნა-განმარტება მოსთხოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელი პროდუქტები ძვირდება ან იაფდება? - ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ახსნა-განმარტება მოსთხოვეს

გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდა ხდება, მაგრამ გარკვეულ პროდუქტებზე ფასები მცირდება - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გაკეთებულმა ამ განცხადებამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებში გარკვეული კითხვის ნიშნები წარმოშვა. კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ბოლო ინფორმაციით, ნოემბრის ბოლოს წლიური ინფლაცია 0,6 %-ია, ფასების ინდექსი კი, აქართველოში საერთაშორისო მეთოდოლოგიის შესაბამისად გამოითვლება. მმართველი გუნდიდან გვენეტაძეს იმ პროდუქტების ჩამოთვლა მოსთხოვეს, რაზეც ფასები გაიაფდა. პარლამენტარებს მიაჩნიათ, რომ დახურულ კარს მიღმა მუშაობა და თვეში ერთხელ ბრიფინგები ვერ შველის საზოგადოებაში დაძაბულობის მოხსნას. ამიტომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ახსნა-განმარტებაც მოსთხოვეს, თუ როგორ მართავს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ფულად საკრედიტო პოლიტიკას.