loader

სირიაში გადაწყვეს ავტობუსები, რომლებითაც მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მომხდარიყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სირიაში გადაწყვეს ავტობუსები, რომლებითაც მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მომხდარიყო

სირიის ადამიანთა უფლებების დაცვის ობსერვატორიის ცნობით, სირიის სოფლებისკენ მიმავალ რამდენიმე ავტობუსს, რომელთა საშუალებითაც სამოქალაქო პირების ევაკუაცია უნდა მომხდარიყო, თავს დაესხნენ. ინტერნეტში მომხდარის ამსახველი ვიდეომასალაც გავრცელდა. რამდენიმე ავტობუსი დამწვარია, შემთხვევის ადგილზე სროლის ხმაც ისმოდა. ავტობუსებს მოსახლეობა ალ ფუასა და კეფრაიას სოფლებიდან უსაფრთხო ადგილას უნდა გადაეყვანა. პარალელურად ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილშიც მოსახლეობის ევაკუაციისთვის განკუთვნილი ავტობუსები გამოჩნდა. ავტობუსები ალეპოში წითელი ჯვრისა და სირიულ-არაბული წითელი ჯვრის ზედამხედველობით შევიდა.