loader

დანაშაულებრივი ჯგუფი თბილისში, რომელიც დიდი ოდენობით ყალბ დოლარებს ასაღებდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დანაშაულებრივი ჯგუფი თბილისში, რომელიც დიდი ოდენობით ყალბ დოლარებს ასაღებდა

სამართალდამცველებმა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტსა და ფიზიკურ პირებზე გაასაღეს ყალბი 16 700 აშშ დოლარი. ჩატარებული გამოძიების შედეგად ამოღებულია ყალბი აშშ დოლარის კუპიურები. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.