loader

"არ ვენდობი სამედიცინო დასკვნას..." - რას ფიქრობენ მეანაბრეები მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ ვენდობი სამედიცინო დასკვნას..." - რას ფიქრობენ მეანაბრეები მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

სასამართლომ "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლები მაია და გუკა რჩეულიშვილები პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულების ინტერესების დამცველების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით.

მაია რჩეულიშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გურამ რჩეულიშვილის ადვოკატი კი, წინა პროცესზე დაკითხული ექსპერტის ჩვენებიდან გამომდინარე ითხოვდა.

ადვოკატები გურამ რჩეულიშვილის 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, მაია რჩეულიშვილის კი, 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.