loader

ილია კიკაბიძეს სასამართლომ "მაესტროს" ლოგო ჩამოართვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ილია კიკაბიძეს სასამართლომ "მაესტროს" ლოგო ჩამოართვა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, „მაესტროს“ ლოგოსთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ტელეკომპანია „მაესტროს“ ლოგო ილია კიკაბიძეს ჩამოერთვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სტუდია „მაესტროსა“ და ტელეკომპანია „მაესტროს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც „მაესტროს“ ლოგო ილია კიკაბიძის კომპანიას უსასყიდლოდ გადაეცა. ასევე ბათილად იქნა ცნობილი პარტნიორთა კრების ის ოქმი, რომლითაც აღნიშნული გადაწყვეტილება მოწონებულ იქნა.