loader

რა სასჯელი მიუსაჯა ზუგდიდის სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის რაშიდ კანჯი-ოღლის? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სასჯელი მიუსაჯა ზუგდიდის სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის რაშიდ კანჯი-ოღლის?

ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის რაშიდ კანჯი-ოღლის ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გიგა ოთხოზორიას ოჯახი უკმაყოფილოა, რადგან როგორც გარდაცვლილის დედა აცხადებს, გამოძიების პროცესში მკვლელობის მოტივი არ გამოკვეთილა. ამასთან, ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, ოთხოზორიას ოჯახი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. გიგა ოთხოზორია ხურჩაში 19 მაისს, ე.წ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მოკლეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი ამჟამად დაკავებული არ არის.