loader

საზარელი ავარია რუსთავში - 5 ადამიანი ავტომანქანაში დაიწვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი ავარია რუსთავში - 5 ადამიანი ავტომანქანაში დაიწვა

საზარელი ტრაგედია რუსთავში - 5 ადამიანი ავტომანქანაში დაიწვა. სწრაფად მოძრავი "ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მეგობრობის გამზირზე გმირთა მემორიალს დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანა ამოტრიალდა და ცეცხლი წაეკიდა. ავტომობილში 5 მამაკაცი იმყოფებოდა, მათი ასაკი 20-დან 25 წლამდე მერყეობს, ხუთივე ადგილზე გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. გვამები პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც მათ ექსპერტიზა ჩაუტარდათ და მოხდა იდენტიფიცირება. გავრცელებული ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტიდან ორმა მამაკაცმა რუსთავში ახალი წლის ღამეს მეგობარს ჩამოაკითხა.