loader

თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებსა და ავტომობილებზე - აქციზის გადასახადი, სათამაშო ბიზნესზე კი მოსაკრებელი გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებსა და ავტომობილებზე - აქციზის გადასახადი, სათამაშო ბიზნესზე კი მოსაკრებელი გაიზარდა

1-ლი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე, ნავთობპროდუქტებსა და მსუბუქ ავტომობილებზე - აქციზის გადასახადი, სათამაშო ბიზნესზე კი მოსაკრებლის ოდენობა გაიზარდა. "საგადასახადო კოდექსში" შესული ცვლილებებით, ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზრდება. რაც შეეხება ნავთობპროდუქტებს, ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; გაზზე, 1000 კუბურ მეტრზე - 80-დან 200 ლარამდე. ასევე იზრდება გადასახადი სათამაშო ბიზნესთან მიმართებაში. ტოტალიზატორში, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისას მიღებული ფსონების ჯამი დაიბეგრება 10%-ით და ასევე 30%-ით იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განაკვეთი მაგიდებთან დაკავშირებით.