loader

ვინ აიღო პასუხისმგებლობა სტამბოლში, ახალი წლის ღამეს მომხდარ ტერაქტზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ აიღო პასუხისმგებლობა სტამბოლში, ახალი წლის ღამეს მომხდარ ტერაქტზე?

თურქეთში ახალი წლის ღამით მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას "სი-ენ-ენ"-ი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ცნობის დადასტურება არ შეუძლია. პარალელურად, თურქეთის პოლიცია ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილს ჯერ კიდევ ეძებს. სტამბოლში ახალი წლის ღამეს, ღამის კლუბ "რეინაში" მომხდარ თავდასხმას, სულ მცირე, 39 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმის შედეგად დაშავებულია 40-მდე ადამიანი. თავდასხმისას კლუბში 500-დან 600-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ეჭვმიტანილმა კლუბში შესვლამდე პოლიციელი დაჭრა, რის შემდეგაც ზღვის სანაპიროზე მდებარე ღამის კლუბში ცეცხლი გახსნა. კლუბში მყოფების ნაწილი გადარჩენის მიზნით წყალში გადახტა, რომლებსაც შემდეგ დახმარება პოლიციამ გაუწია. უცხოური მედიის ცნობით, გარდაცვლილებს შორის 16 უცხოელია. "რეინა" სტამბოლში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხალხმრავალი კლუბია.