loader

გიგი უგულავა პატიმრობიდან თავისუფლდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგი უგულავა პატიმრობიდან თავისუფლდება

გიგი უგულავა პატიმრობიდან კვლავ გათავისუფლდება. სააპელაციო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს პატიმრობის ვადა გაუნახევრა და გამოტანილი განაჩენით, უგულავა საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს. საუბარია ე.წ. თბილსერვის ჯგუფის საქმეზე. თბილისის ყოფილი მერი ამ საქმის ნაწილში დამნაშავედ ცნეს და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მოსამართლის გადაწყვეტილებით, განაჩენში ცვლილება შევიდა, გიგი უგულავას ბრალი გადაუკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების პირველი ნაწილით, ამის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი და 9 თვე განესაზღვრა, თუმცა „ამნისტიის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ, 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.პატიმრობის ვადის ათვლა კი 2015 წლის 18 სექტემბრიდან მოხდა. ამ ვადის გათვალისწინებით, უგულავა საპატიმროდან 9 იანვარს უნდა გათავისუფლდეს. თბილისის ყოფილი მერის ადვოკატი ბექა ბასილაია მიიჩნევს, რომ უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დღესვე უნდა დატოვოს.