loader

ხმაური სუხიშვილის ქუჩაზე: მოსახლეობა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური სუხიშვილის ქუჩაზე: მოსახლეობა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს

სუხიშვილის 12 ნომერში, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ინვესტორმა დაარღვია შეთანმხება და მშენებლობა განაახლა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტში სამმხრივი შეხვედრა მხარეებს შორის რამდენიმე დღის წინ გაიმართა. მაშინ მერიამ განაცხადა, რომ ინვესტორსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონსენსუსი უნდა შედგეს, რის შემდეგაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტი შეთანხმებას აღსრულებაში მოიყვანს. როგორც ცნობილი ხდება, ადგილობრივებმა ინვესტორისთვის ალტერნატიული ფართიც კი გამონახეს, თუმცა, როგორც ისინი აცხადებენ, ინვესტორმა შეთანხმება დაარღვია და მან მშენებლობა სუხიშვილის 12 ნომერში გააგრძელა, რასაც ხმაური მოჰყვა.

ტერიტორიაზე ამოძირკვულია 3 ხე. ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია, რომელმაც შესაბამისი აქტიც შეადგინა და ის მერიაში გადაგზავნა. ადგილზე მივიდა დედაქალაქის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელიც. მოსახლეობა სუხიშვილის 12 ნომერში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს.