loader

ფარული მოსმენები - ვის ჩაბარდება საბოლოოდ "გასაღები"? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფარული მოსმენები - ვის ჩაბარდება საბოლოოდ "გასაღები"?

ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას მართავს. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. მასში დეპუტატები, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და არასამთავრობო სექტორი მონაწილეობს. აღნიშნული ჯგუფი "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" და სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტებს შეიმუშავებს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ფარული მიყურადების საკითხს ეხება.