loader

ნიკა მელია უგულავაზე - სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელიც დაიჭირა ივანიშვილმა, გაბრაზებულია სააკაშვილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკა მელია უგულავაზე - სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელიც დაიჭირა ივანიშვილმა, გაბრაზებულია სააკაშვილზე

როგორც ჩანს, დიდი ხნით ადრე ჰქონდათ გადაწყვეტილება მიღებული ჯგუფს, რომელმაც დღეს დატოვა "ნაციონალური მოძრაობა" , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხდაა.

მისივე თქმით, პარტიაში დარჩენილები პატივს სცემენ პარტიიდან წასულების აზრს.

"წამსვლელი წავიდა, უბრალოდ ძალიან მოულოდნელი იყო და გაკვირვებული ვართ, რომ პირველი თავიანთი ბრიფინგი ივანიშვილის სტილში ჩაატარეს და მთელი თავიანთი დრო დაუთმეს "ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის ლანძღვა- გინებას. კიდევ უფრო გასაკვირი იყო, რომ მთელი თავიანთი დრო პირველივე თავიანთ ბრიფინგზე ივანიშვილის ტექსტით ისაუბრეს "ნაციონალურ მოძრობაზე". ეს კი ნამდვილად ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, მთავარი არის ის, რომ "ჩავარდა ივანიშვილის გეგმა", "ნაციონალური მოძრაობა" დასუსტებულიყო და დაშლილიყო.