loader

საუკეთესო შესაძლებლობა მათ, ვინც სკოლა ვერ დაამთავრა - ბავშვებს და უფროსი ასაკის მოქალაქეებს სკოლაში დაბრუნება შეეძლებათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საუკეთესო შესაძლებლობა მათ, ვინც სკოლა ვერ დაამთავრა - ბავშვებს და უფროსი ასაკის მოქალაქეებს სკოლაში დაბრუნება შეეძლებათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პროგრამის "განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა" პრეზენტაცია გამართა. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, პროგრამის მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, დაეხმაროს, მიიღოს სავალდებულო ზოგადი განათლება. "დღეს ძალიან სასიხარულო ამბავი გამოვაცხადეთ. ეს არის განათლების ახალი შანსი. საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც მიზეზების გამო ვერ მიიღეს სასკოლო განათლება - მიატოვეს სკოლა ან ფიზიკურად არ ჰქონდათ სწავლის საშუალება. ჩვენ ვქმნით სისტემას, რომლითაც ასეთ ადამიანებს დავაბრუნებთ სკოლაში. 80 ბავშვი უკვე ვიპოვეთ და შევიყვანეთ დაწესებულებაში, რის შემდეგაც გააგრძელებენ სკოლაში სწავლას. მათ შორის საუბარია ზრდასრულ ადამიანებზე, რომლებმაც მიზეზთა გამო წარსულში ვერ მიიღეს სასკოლო განათლება. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისკენ, ნაბიჯი პროფესიული და პიროვნული თავისუფლებისკენ, რომელიც არის ჩვენი მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ფუძემდებელი პრინციპი", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.