loader

ბათუმში 15 წლის მოზარდი ბასრი საგნით დაჭრეს - რა ვერსიას განიხილავს ოჯახი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში 15 წლის მოზარდი ბასრი საგნით დაჭრეს - რა ვერსიას განიხილავს ოჯახი?

ბათუმში 15 წლის მოზარდი ბასრი საგნით დაჭრეს. შემთხვევა 2 დღის წინ, ეგრეთწოდებულ ბორის დასახლებაში მოხდა. დაშავებულის ახლობელთა განცხადებით, ბავშვი თანატოლის დაბადების დღეზე იყო. ოჯახი უბედური შემთხვევის ვერსიას განიხილავს, ექიმების განცხადებით კი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მოზარდს ოპერაცია ჩაუტარდა და ელენთა ამოუღეს. პაციენტი უკვე პალატაშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე ცხელ კვალზე გახსნა. პოლიციამ სავარაუდო ბრალდებულის ვინაობაც გაარკვია და მის დასაკავებლად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.