loader

როდის დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდის დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში?

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან 15 მარტამდე გაგრძელდება. საგაზაფხულო არდადეგების პერიოდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განისაზღვრა. როგორც ამასთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, საგაზაფხულო არდადეგები ყველაზე კარგად აისახება. „ჩვენ რაღაც მომენტში დაგვავიწყდა, რომ ბავშვები ჯანმრთელები თუ არ იქნებიან, ფიზიკა და ქიმია არ უშველით. საათები არ შემცირდება, ყველა საათი, რაც დავაკელით, დაკომპენსირდება. მარტში ჩვენს ბავშვებს და მათ ოჯახებს საშუალება ექნებათ, ზამთრის ან ნებისმიერ სხვა კურორტზე დაისვენონ და ჯანმრთელობას მიხედონ“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.