loader

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია - ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია - ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ვაშინგტონში აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის საზეიმო ინაუგურაცია გაიმართა. დონალდ ტრამპმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით ფიცი დადო და ოფიციალურად აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
"მე, დონალდ ტრამპი, საზეიმოდ ვფიცავ, რომ ერთგულად ვუხელმძღვანელებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს, რათა მოვუარო, გავუფრთხილდე და დავიცვა აშშ-ის კონსტიტუცია. ღმერთი იყოს ჩემი მფარველი!", - განაცხადა მან ფიცის დადებისას.
ასევე, ფიცი აშშ-ის ახლად არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსიმ დადო.

გასული წლის 8 ნოემბერს დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში "დემოკრატების" კანდიდატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა.

Trump inauguration: key moments