loader

დევნილთა სამინისტრო დევნილთა ნაწილისთვის 45-ლარიანი დახმარების გაუქმებას აპირებს? - რა ინფორმაცია აქვს "ნაციონალურ მოძრაობას"? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დევნილთა სამინისტრო დევნილთა ნაწილისთვის 45-ლარიანი დახმარების გაუქმებას აპირებს? - რა ინფორმაცია აქვს "ნაციონალურ მოძრაობას"?

"ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დევნილთა ნაწილისთვის 45-ლარიანი დახმარების გაუქმებას აპირებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, პარტიას ხელში ჩაუვარდა დევნილთა სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის შესაბამისი დოკუმენტის პროექტი, სადაც აღნიშნულია, რომ სამინისტრო აპირებს დასწიოს შემოსავლის 1 250-ლარიანი ზღვარი; ასევე, დახმარება შეუწყდეთ იმ პირებს, ვინც არ არიან დაბადებულები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ასევე, ვინც ქორწინებაში იმყოფებიან არადევნილებთან. წიკლაურის განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობა” არ დაუშვებს, რომ ხელისუფლებამ დევნილებს დახმარება შეუწყვიტოს.