loader

"შოკურ მდგომარეობაშია" - რას ამბობს ძმა სკოლის თანამშრომელზე, რომელმაც 5 პედაგოგს მოსწავლეების თვალწინ სცემა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შოკურ მდგომარეობაშია" - რას ამბობს ძმა სკოლის თანამშრომელზე, რომელმაც 5 პედაგოგს მოსწავლეების თვალწინ სცემა?

ხუთი ნაცემი პედაგოგი და დამტვრეული სკოლის ინვენტარი - საქმის მწარმოებელმა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში პედაგოგებს მოსწავლეების თვალწინ სცემა. სკოლის დირექტორ ავთანდილ ძირკვაძის განცხადებით, ინეზა ხარაბაძეს დღეს სამსახურიდან დაითხოვს. ხარაბაძის ოჯახის ინფორმაციით, ამ დროისთვის ის შოკურ მდგომარეობაშია და საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობს.