loader

რუსთავში მაღაზია გაქურდეს - წაღებულია 700 ლარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში მაღაზია გაქურდეს - წაღებულია 700 ლარი

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მაღაზია გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, დამნაშავეებმა წიგნების მაღაზია „ლიბრა“ გაქურდეს და იქვე მდებარე ტანსაცმლის მაღაზია TISSU-ში კარის ჩამტვრევით შევიდნენ, თუმცა თანხა ადგილზე არ დახვდათ. წიგნების მაღაზიიდან კი დამნაშავეებმა 700 ლარამდე ოდენობის თანხა წაიღეს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა რუსთავში რამდენიმე დღის წინაც დაფიქსირდა. ჯერჯერობით უცნობია დამნაშავეების ვინაობა. ფაქტთან დაკავშირებით საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლითაა აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.