loader

ემოციური წუთები: როგორ ტოვებენ "კაბელების საქმეზე" მსჯავრდებულები საპატიმროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემოციური წუთები: როგორ ტოვებენ "კაბელების საქმეზე" მსჯავრდებულები საპატიმროს

თავდაცვის სამინისტროს ხუთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
ყოფილ მსჯავრდებულებს დაწესებულებასთან მათი ახლობლები, ოჯახის წევრები და პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები დახვდნენ.
თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი დღეს პრეზიდნტმა შეიწყალა. გამოძიება მათ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავებოდა, თუმცა, სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს სააპელაციო სასამართლომ მუხლი გადაუკვალიფიცირა და სასჯელის სახედ წელიწადი და 6 თვე განუსაზღვრა. მათ სასჯელაღსრულების დაწესებულება 2 თვეში უნდა დაეტოვებინათ.