loader

ეს უნდა იცოდეთ, თუ ავტომანქანით მგზავრობას აპირებთ - რა ხდება საქართველოს გზებზე დიდთოვლობის გამო? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს უნდა იცოდეთ, თუ ავტომანქანით მგზავრობას აპირებთ - რა ხდება საქართველოს გზებზე დიდთოვლობის გამო?

დიდთოვლობა საქართველოში - საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვისა და ლიპყინული გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული. გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა. ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამავე მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. უამინდობამ და ყინვამ პრობლემები შექმნა რიკოთის უღელტეხილზეც. ადგილზე სტანდარტული შეზღუდვები მოქმედებს, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორის მოძრაობა.