loader

რატომ ჩამოართვეს მართვის მოწმობები მძღოლებს, რომლებიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ ჩამოართვეს მართვის მოწმობები მძღოლებს, რომლებიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ?

მძღოლები შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ - 10 დეკემბერს საწვავსა და ავტომობილებზე აქციზის ფასების ზრდის საპროტესტო აქციაში მონაწილე მძღოლებს მართვის მოწმობები ჩამოერთვათ. ავტომობილების ორგანიზებულ მსვლელობაში მონაწილეობა სამასმა ავტომობილმა მიიღო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მართვის მოწმობა მხოლოდ 3 მძღოლს ჩამოართვა. დაჯარიმებული მძღოლების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისინი აქციიდან დაახლოებით 2 თვეში დაიბარა და მათ ახსნა განმარტებითი წერილების დაწერა მოსთხოვა, რის შემდეგაც ბრალი ორგანიზებული მსვლელობის მონაწილეობაში დასდეს. მათივე თქმით, ყოველივე ეს მათ დაშინებას ემსახურება და ისინი მართვის მოწმობების ჩამორთმევას ჯერ სამინისტროში, შემდეგ კი სასამართლოში გააპროტესტებენ. მართვის მოწმობების ჩამორთმევა ადმინისტრაციულ სამარათალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეექვსე ქვეპუნქტით მოხდა. საკითხს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.