loader

ექიმი პატრიარქის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექიმი პატრიარქის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიაში გაემგზავრა. პატრიარქი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ცისანა შარტავამ აღნიშნა, გერმანიაში უწმინდესის გამგზავრება ისედაც დაგეგმილი იყო, თუმცა სამი დღის წინ „ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გამოვლენილმა ეპიზოდმა“ გადაწყვეტილების მიღება დააჩქარა. არ არის გამორიცხული, გერმანიაში პატრიარქს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდეს.