loader

მძაფრი დაპირისპირება რუსთავში: ხმაური და ცემა-ტყეპა "აზოტის" ქარხანაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძაფრი დაპირისპირება რუსთავში: ხმაური და ცემა-ტყეპა "აზოტის" ქარხანაში

"რუსთავის აზოტის" ქარხანასთან აქცია ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. კომპანიის ხელმძღვანელის შეთავაზებას, რომ 350 თანამშრომელს 3 თვის განმავლობაში 500-500 ლარიან კონპენსაციას გადაუხდიდა, გათავისუფლებულებმა აქციით უპასუხეს. აქციის მონაწილეების ნაწილმა ქარხანაში შესვლა მოახერხა, თუმცა, შეჭრის დროს აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ. აქციის მონაწილეები 350 გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენას ითხოვენ. ქარხანასთან იმყოფებოდნენ სტუდენტები და პროფკავშირების წარმომადგენლებიც. დაპირისპირება რუსთავში რამდენიმე ადგილას მოხდა. ქარხნის ტერიტორიაზე შეჭრის გარდა, ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა სცადეს. შენობიდან მათ გამოსაყვანად პოლიცია შევიდა, რა დროსაც სტუდენტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.