loader

სროლა ოზურგეთის რაიონში - დაჭრილია მამაკაცი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სროლა ოზურგეთის რაიონში - დაჭრილია მამაკაცი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული, მისი მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.