loader

"ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენი სიმართლე საზოგადოებას ვუთხრათ" - დაკავებული დეკანოზის ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენი სიმართლე საზოგადოებას ვუთხრათ" - დაკავებული დეკანოზის ადვოკატი

გულდასაწყვეტია, რომ პროკურატურისგან ისმის შინაარსობრივი ბრალდება და ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება, რომ ჩვენი სიმართლე საზოგადოებას ვუთხრათ, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, მას პროკურატურამ ხელი გაუთქმელობის ხელწერილზე მოაწერინა, რის გამოც საქმის შინაარსობრივ დეტალებზე ვერ საუბრობს. ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული ხელწერილის გაუქმების მოთხოვნით პროკურატურას ოფიციალურად ხვალ მიმართავს, რათა საზოგადოებისთვის, დაკავებული სასულიერო პირის პოზიციაც გახდეს ცნობილი.