loader

შსს სარფში ე.წ. კანონიერი ქურდის დაკავების კადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს სარფში ე.წ. კანონიერი ქურდის დაკავების კადრებს ავრცელებს

სამართალდამცველებმა 1961 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი გ.გ. "კანონიერი ქურდობის" ბრალდებით, სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში დააკავეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-დან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ. 1981 წლიდან ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. სამართალდამცველებმა იგი იმ დროს დააკავეს, როდესაც სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოდიოდა.
გამოძიება "კანონიერი ქურდობის" ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.