ბოლო ინფორმაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - "ავერსის" ექიმის კომენტარი
დეკანოზი გიორგი მამალაძე "ავერსის" კლინიკიდან კვლავ ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ავერსის" კლინიკის რადიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი გახოკიძემ განუცხადა, პაციენტს კომპიუტერული და მაგნიტორეზონანსული კვლევები ჩაუტარდა, რომლის შედეგები დამუშავების პროცესშია. გახოკიძის განცხადებით, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ავტორი: ნიკა საჯაია
ავტორი: ნიკა საჯაია