loader

სოსო ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა? - ამ საკითხზე კომენტარს მიქაელ ბოტკოველი აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოსო ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა? - ამ საკითხზე კომენტარს მიქაელ ბოტკოველი აკეთებს

რაც მისი უწმინდესობა საქართველოში დაბრუნდა, მე სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს, - ამის შესახებ საპატრიარქოს მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა. დეკანოზისგან მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის დაცვის უფროსის თანამდებობა დატოვა. მამა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნულ შეკითხვას არ უპასუხა, თუმცა აღნიშნა, რომ ოხანაშვილი საპატრიარქოში არ იმყოფება.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, პატრიარქის დაცვის დანარჩენი შემადგენლობა საპატრიარქოშია.